დღეს არქივების საერთაშორისო დღეა
კომლის ახალგაზრდებმა მოინახულეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.
სწორედ არქივის მნიშვნელობაზე ისაუბრა არქივის განყოფილების უფროსმა ვანო ჯახუამ.
ასევე, ახალგაზრდებს გააცნო საარქივო საქმიანობა, როგორ ხდება საარქივო მასალის დამუშავება, დიგიტალიზაცია, ინფორმაციის მოძიება. გაეცნენ არქივის მიერ გამოცემულ ბეჭდვით პროდუქციას და რამდენიმე საინტერესო საქმეს. საკუთარი თვალით ნახეს საბჭოთა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები.