✳️ “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” Rural Development through Youth Entrepreneurship პროექტის ფარგლებში, პირველი და მეორე საბაზისო სამეწარმეო ტრენინგ კურსი დასრულდა. რომელსაც ახორციელებს Rural Development through Youth Entrepreneurship მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას. პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობaზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში დაეხმარება.
✅ 📣 RDYE პროექტზე რეგისტრაცია გრძელდება!
🙋‍♀️🙋‍♂️ პროექტი იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რათა განავითარონ სამეწარმეო უნარები და შექმნან მდგრადი, ახალი და/ან არსებული ახალგაზრდული საწარმო.
👉 რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ ქართულ: სომხურ: და აზერბაიჯანულ: ენებზე!