ქალი არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ამიტომ იგი განიხილება,როგორც სუსტი
არსება,რომლის მთავარი ფუნქცია არის დიასახლისობა. ქალების მიმართ ოდითგანვე
შემუშავდა წესები . ისინი დროთა განმავლობაში გადაიქცნენ სტერეოტიპებად,რომლებმაც
საზოგადოებაში მყარად მოიკიდეს ფეხი და გახდნენ ქალთა უფლებების მთავარი შემზღუდველი
ძალა. თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ ქალს მამაკაცთან შედარებით ნაკლები
იურიდიული უფლებები და პროფესიის მხრივ შეზღუდული შესაძლებობები ჰქონდა .ქალი
აღიქმებოდა ,როგორც ოჯახის ბურჯი და მისი უმთავრესი მოვალეობა ოჯახი და შვილები
იყო,თუმცა მე-20 საუკუნეში ქალთა ეს პასიურობა შეცვალა აქტიურმა ცხოვრების წესმა .
ბევრმა ქალმა დაამსხვრია სტერეოტიპები და აჩვენა ყველას ,რომ მისი სქესი არ არის
ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის და შეუძლია მას , ჰქონდეს მიღწევები,რომლითაც შეცვლის
ცხოვრების რიტმს
ქალები დღეს ყველა სფეროში გვხვდებიან ,თუმცა რა თქმა უნდა, ასე არ იყო
ყოველთვის.არიან ქალები,რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი და მიაღწიეს წარმატებებს ,რითიც
მაგალითი მისცეს სხვა ქალებს. ახლა უნდა განვიხილოთ საქმიანობის სფეროები ,რომელბშიც
ქალების წარმოდგენა შეუძლებელი იყო, თუმცა ქალებმა ეს სტერეოტიპები დაამსხვრიეს
,პირველ რიგში დავიწყოთ პოლიტიკით, დღესაც კი პოლიტიკოსი ქალები უცირესობას
წარმოადგენენ პარლამენტში ,რადგან ბევრს ჰგონია რომ პოლიტიკა ქალის საქმე არაა .პირველი
დეპუტატი ქალი მსოფლიოში იყო ფარიხან სოფიევა ,რომელიც ძალიან აქტიურ ცხოვრებას
ეწეოდა .დეპუტატობამდე ის იყო თბილისის მაზრის ერთობის წევრიც. მე-19 საუკუნეში
წარმოუდგენელი იყო ქალი პოლიტიკაში და ამ ქალმა ეს სტერეოტიპი დაამსხვრია ,რითიც
აჩვენა ,რომ ქალსაც აქვს იმის უფლება ,რომ ნებისმიერ სფეროში იმოღვაწეოს და თან ამით
უდიდესი მაგალითი მისცა იმ დროს ქალებს, ამასთანავე გაუძლო დევნას და სიცოცხლე
ღირსეულად დაამთავრა ისე,რომ პოზიცია ერთხელაც არ შეუცვლია.
პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში იყო ნუცა ღოღობერიძე, ასეთი რამ ახალი იყო
საზოგადოებისთვის და ბევრი მის ამ გატაცებას ეწინააღმდეგებოდა კიდეც ,თუმცა ამის
მიუხედავად მან ძალიან ბევრს მიაღწია და მისი ფილმი “უჟმური” 1934 წელს გამოვიდა
,რომელიც პირველი ქართული და საბჭოური,ქალის მიერ გადაღებული ფილმი იყო . ელენე
ახვლედიანია პირველი მხატვარი ქალი ,რომელმაც დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ
მხატვრობის არამედ თეატრის განვითარებაშიც,მან დიდი მაგალითი მისცა ასევე ქალებს ,რომ
არ ჩაეკლათ ეს ნიჭი და ეზრუნათ მის განვითარებაზე და მართლაც მის შემდეგ ბევრი მხატვარი
ქალი გამოჩნდა საქართველოში.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძე,რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა
ქალებისთვის განათლების მიღებაში.ის იყო ფემინისტური მოძრაობის სულისჩამდგმელი. მან
ქალებს მისცა თავდაჯერებულობა და შესაძლებლობა ,რომ თავისი თავი უფრო
განევითარებინათ და ცხოვრებაში ბევრისთვის მიეღწიათ ,იბრძოლა ქალთა უფლებების
დასაცავადაც.მე-19 საუკუნეში ქალთა ასეთი მხარდაჭერა და გვერდში დგომა კი უდიდესი
მიღწევა იყო.
ასეთი ქალები იყვნენ ძალიან ძლიერები ,რადგან მათ გადადგეს ისეთი ნაბიჯები ,რომელიც
მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის დევნიან.ისინი ხშირად
ნაადრევადაც ასრულებენ სიცოცხლეს მაგრამ ტოვებენ იმაზე უფრო მეტს ,ვიდრე დანარჩენი
სხვა ადამიანთაგანი,რადგან ქართველ ქალებზე ვსაუბრობ არ შემიძლია არ ვახსენო თამარ მეფე
,რომლის დროსაც საქართველოს ოქროს ხანა ჰქონდა და ასევე მისი ქალიშვილი გურჯი
ხათუნად წოდებული,რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იკონიის სამეფოში

ძალიან ბევრი ძლიერი ქალია ,რომელიც თავისი პრინციპისა და ფასეულობის გამო თავს
სწირავს ,ასეთი ძლიერი ქალების კატეგორიას განეკუთვნებოდა მარო მაყაშვილი, საქართველოს
ეროვნული გმირი ,რომელმაც საქართველოს თავისუფლება ყველაზე წინ დააყენა და შეეწირა
მას
როდესაც ადამიანი თავის სიცოცხლეზე წინ აყენებს ეროვნულ ფასეულობას მართლაც
უძლიერესი ადამიანია .
ასევე აღსანიშნავია მალალა იუსაფზაი ,რომელიც შეეწინააღმდეგა ტერორისტებს ჯერ კიდევ
პატარა ასაკში და იბრძოლა განათლების მისაღებად. დაწერილი აქვს ასევე ავტობიოგრაფიული
წიგნი ,სადაც ასახულია მისი მთელი ისტორია,თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს და როგორ
ებრძოდა თალიბანებს პაკისტანშიც და მის გარეთაც.ქვეყანაში სადაც ქალთა უფლებები
შეზღუდულია და სწავლის უფლებაც კი არ აქვთ,მალალას ეს ქცევა მართლაც დასაფასებელია
და თავგანწირვის ტოლფასია. ბოლოს კი მინდა შევეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
ქალს არუნიმა სინჰას ,რომელმაც დალაშქრა ევერესტი და სხვა დიდი მწვერვალები.მანდ ამით
ორი რამ დაამტკიცა ,რომ შეზღუდული შესაძლებობები არ არსებობს და ქალებისთვის
შეუძლებელი არაფერი.
ეს ყოველივე გვარწმუნებს ,რომ სუსტი სქესი არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ სუსტი
ადამიანები.და ქალებს რაც შეეხებათ არიან ქალები ,რომლებმაც იღვაწეს და მიაღწიეს
წარმატებას .როგორც მოგვეხსენება ქალებისთვის რაღაცის მიღწევა არაა ადვილი ისინი დიდ
გზას გადიან ,რომ იყვნენ შემდგარი ადამიანები ,მათ ამ გზის გავლისას ხვდებათ უამრავი
დაბრკოლება. მე მიმაჩნია ,რომ ყველა ქალი თავისებურად გმირია ,რადგან ოჯახში და არა
მხოლოდ ოჯახში ქალებზე ძალადობა ძალიან ხშირია ისინი უამრავ დამცირებასა და
შეურაცხყოფას იტანენ და ამ მდგომარეობას გმირულად იტანენ .ყველაზე რთული ცხოვრება კი
განვითარებად ქვეყნებში დაბადებულ ქალებს აქვთ ,წაკითხული მაქვს სუადის”ცოცხლად
დამწვარი” სადაც ეს პრობლემა ძალიან კარგადაა წარმოჩენილი. ლეილას”იძულებით
გათხოვილი” კი ნათელი მაგალითია იმის ,რომ ქალების შევიწროება ყოველთვის ხდებოდა და
ახლაც ხდება და თუ არ შეეწინააღმდეგებიან ქალები ,ასეც გაგრძელდება. დღესაც
,ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება ქალებზე ძალადობის შესახებ,თუმცა ახლა
უფრო იციან,თუ როგორ დაიცვან თავი.
საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ,რომ ქალების როგორც მდედრობითი სქესის შევიწროების თემა
მუდამ აქტუალური იყო და ამის ნათელი მაგალითია 2022 წლის ირანელი ქალების
პროტესტი.ისინი ცდილობდნენ ,რომ დაეცვათ თავიანთი უფლებები და ბევრიც შეეწირა,თუმცა
ამ პროტესტმა შედეგი გამოიღო.ასე რომ,ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები ყველაფრის
მიუხედავად.

მარიამ ვალიშვილი