დღეს, ორგანიზაცია კომლის მხარდაჭერით, კასპის ტექნოპარკში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შიდა ქართლის წარმომადგენლობასთან.
შეხვედრაზე მოსულმა მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს სერვისებსა და პროგრამის შესახებ, შეხვედრის დროს მონაწილეებს გააცნეს როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ პორტალ worknet.gov.ge -ზე , ასევე ადგილზევე შეძლეს რეგისტრაციის გავლა.