21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
იგი გაერომ 2011 წელს დააწესა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის საქართველო, ამ დღეს 2012 წლიდან აღნიშნავს.
ყოველწლიურად ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით უამრავი კამპანია იმართება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს 21-ე ქრომოსომის გასამების (ტრისომიის) გამო, 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვთ. სწორედ ამ რიცხვებს უკავშირდება წლის მესამე თვის 21 რიცხვში დაუნის სიდრომის დღის აღნიშვნა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად იბადება 3000-დან 5000-მდე დაუნის სიმდრომის მქონე ბავშვი.
საერთაშორისო ორგანიზაცია Down Syndrome International ყოველწლიურად განსაზღვრავს დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ სლოგანს. წელს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია: #ჩვენთან_ერთად_და_არა_ჩვენთვის