
კომლმა, კასპის ახალგაზრდულმა საბჭომ და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) ახალგაზრდებს შესთავაზეს ლექცია თემაზე: “დემოკრატია და მოქალაქეობა”.

ლექციაზე საუბარი გაიმართა დემოკრატიის გაგებაზე, მის უპირატესობებსა და მნიშვნელობაზე, ასევე თანამედროვე დემოკრატიაში მოქალაქის უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე.

დისკუსიას პოლიტიკის მკვლევრები ალექსანდრე დავითაშვილი და სანდრო მეგრელიშვილი გაუძღვნენ.

ლექცია ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის, დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში [Fostering Democratic Citizenship in Georgia], მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის დისკუსიების გამართვა ექსპერტებთან დემოკრატიული მოქალაქეობის კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, ფოტო/ესე კონკურსის ორგანიზება მოქალაქეობის თემაზე, ვიდეო რგოლის მომზადება დემოკრატიის და მისი უპირატესობების შესახებ, და დისკუსიების გამართვა სტუდენტებთან როგორც თბილისში ისე რეგიონებში, დემოკრატიის მნიშვნელობასა და მოქალაქეობის გაგებაზე.