ევროკავშირი საქართველოსთვის ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.
დახმარება ძირითადად მიმართულია განათლების, ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და კარგი მმართველობის სფეროების მხარდაჭერისთვის.
2007-2013 წლებში, ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოს 452 მილიონი ევროს (1.4 მილიარდი ლარი) დახმარება გაუწია.
2014-2020 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 938.4 მილიონი ევრო შეადგინა.
გამოყენებული წყაროები:
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (2021 წ.);
ევროკავშირი საქართველოსთვის;
საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის შეფასება 2014-2020;