კიდევ ერთი თანაშექმნის შეხვედრა ამჯერად ქარელში, სოფელ გვერძინეთში, Boknet • ბოკნეთი -ის სივრცეში ჩავატარეთ.
შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა იმსჯელეს თავიანთ თემში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ახალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნასთან.
ახალგაზრდებმა მიმოიხილეს პრობლემის გამომწვევი მიზეზები, რომელთა მოგვარებითაც გაუმჯობესდება სიტუაცია.
მათ ასევე დასახეს პრობლემის გადაჭრის გზებიც. ახალგაზრდების აზრით, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის აქტიურმა ათვისებამ შესაძლოა შექმნას მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Endowment For Democracy