
შეხვედრა საოცრად საინტერესო და გახსნილი დისკუსიით წარიმართა. სოფელ ოკამსა და თეზში მცხოვრებმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად განიხილეს თემში არსებული საჭიროებები, გააანალიზეს პრობლემების გამომწვევი მიზეზები და დასახეს მოგვარების გზები.