3 ივლისს თანაშექმნის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, ამჯერად გორში, საზოგადოება ბილიკმა უმასპინძლა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები.
მათ ისაუბრეს საკუთარ თემში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, განიხილეს პრობლემის გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები. ახალგაზრდებმა ასევე იმსჯელეს რიგითი მოქალაქეების როლზე თემის ცხოვრებაში.