👋 კომლმა დაიწყო თანაშექმნის შეხვედრების ჩატარება შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით.
🟢 პირველი ორი შეხვედრა იგოეთის საჯარო სკოლასა და კომლის სივრცეში გაიმართა.
💭 შეხვედრებზე განვიხილეთ თემის მობილიზების, სათემო მუშაობისა და თანაშექმნის პრაქტიკა. ვიმსჯელეთ იმაზეც, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა საკუთარი თემის გაუმჯობესებისათვის.
📌 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Endowment For Democracy