
კონკურსის კითხვები შეეხებოდა ევროკავშირის ისტორიას, გეოგრაფიას, კულტურას, პოლიტიკას და საქართველოსთან ურთიერთობებს. ღონისძიებაში კასპის მუნიციპალიტეტის ექვსი გუნდი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი საოცრად მომზადებული ჩაერთო კონკურსში და შედეგად, აუცილებელი გახდა დამატებითი ტურის დანიშვნაც. ასეთ კონკურენტუნარიან გარემოში, საბოლოოდ, კასპის მე-3 საჯარო სკოლის გუნდმა, „Mighty Five” გაიმარჯვა!