
Ინტერსექციულობის ჩვენს პრაქტიკაში დანერგვა ნიშნავს, რომ ვაცნობიერდებდეთ იმ დისკრიმინაციასა და პრივილეგიებს, რომელთაც ვაწყდებით სხვადასხვა სიმძიმით, ერთსა და იმავე დროს. Უნდა ვაცნობიერდებდეთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ჩვენი პრივილეგიები გვანიჭებს, რათა არ მოვახვიოთ თავს ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო მეტად არიან მოწყვლადები ჩაგვრის მიმართ. Ამ პრივილეგიას კი ჩვენ მათ გასაძლიერებლად უნდა ვიყენებდეთ, მათი საჭიროებების შესაბამისად. Ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბრძოლა არის ყველა ქალისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად განსხვავდება მათი პრობლემები და იდენტობა ჩვენი პრობლემებისა და გამოწვევებისგან.