კომლის კამპანიების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის “ევროპა – უკეთესი მდგრადი განვითარებისთვის” ინიციატივით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომლის მთავარი თემაც საერთაშორისო განათლების მნიშვნელობა იყო.
კასპელმა ახალგაზრდებმა შეხვედრაზე სტუმრად მოიწვიეს რეზი ტყემალაძე და სოფიკო ბერიაშვილი, რომლებმაც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული განათლების შესახებ გამოცდილება გაგვიზიარეს და მოსწავლეთა კითხვებსაც ამომწურავად უპასუხეს.
მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს განათლების, როგორც საზოგადოების კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორზე;
განიხილეს საერთაშორისო განათლების დადებითი მხარეები და ის საფეხურები, რომელთა გავლაც საზღვარგარეთ წასვლამდე უწევს სტუდენტს;
გაგვიზიარეს დეტალები, რომელთა ცოდნაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ ახალგაზრდებს გამოადგებათ კარგი აპლიკაციის შედგენისთვის.
შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზია -ასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კამპანიების პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Endowment For Democracy