დღევანდელ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რატომ არის ქართველი ხალხის პრიორიტეტი ევროინტეგრაცია, სწორედ ამიტომ, გაძლევთ შესაძლებლობას ამის შესახებ თავად ესაუბროთ თქვენს თანაქალაქელებს, თანასოფლელებს და თანატოლებს👇
📢 სათემო ორგანიზაცია “კომლის თემი” კასპის მუნიციპალიტეტში და მთლიანად შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის აცხადებს კამპანიების კონკურსს – რატომ ევროკავშირი?
🧩 თუ გაქვს იდეა, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობამ უკეთ გაიგოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა, და რომლის განხორციელებასაც შიდა ქართლში, უპირატესად ქალაქ კასპში ან მის რომელიმე სოფელში გეგმავ, შემოიტანე განაცხადი ინდივიდუალურად ან მეგობრებთან ერთად, ჩვენ კი დაგეხმარებით მის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.
📌 მონაწილეობის ასაკი: 14-29 წელი;
🟢 გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა: 5 ადამიანი;
🎉 გამარჯვებულ გუნდს კომლი დაეხმარება კამპანიის განხორციელებაში.
🗓 განაცხადები მიიღება 24 მარტის ჩათვლით.
📍 პროექტი ხორციელდება European Endowment For Democracy -ის მხარდაჭერით.