როგორც უკვე გითხარით კომლი არის ქსელის წევრი.
ქსელში გაერთიანდა საქართველოს 5 რეგიონი და ჩამქრალ ეკრანებზე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა კინო.
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში, რომელიც დროებით გამყოფ ხაზთან 500 მეტრში მდებარეობს, 35 წლიანი პაუზის შემდეგ კოდისწყაროს კულტურის სახლში ვუჩვენეთ ეკრანზე ფილმი: “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”
კომლი ქსელთან თანამშრომლობით აქტიურად გააგრძელებს მსგავსი კინო-ჩვენების პროექტის განხორციელებას მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში.