9 დეკემბერს კომლმა მედიაწიგნიერების კურსის ფარგლებში მეორე ვორქშოფი ჩაატარა.
მეორე ვორქშოფის თემა იყო ყალბი ინფორმაციის ამოცნობა და მასთან ბრძოლა. ვორქშოფს უძღვებოდა კომლის თანადამფუძნებელი და მედიაწიგნიერების ტრენერი ნინო ქოთოლაშვილი.

ვორქშოფის ფარგლებში 15-მდე მონაწილე პრაქტიკული დავალებებისა და დისკუსიების დახმარებით გაეცნო მედიაწიგნიერების საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა: მედია გარემოს შეფასება, ინდივიდუალური მედია ჩვევები, ინფორმაციის კრიტიკული შეფასება და დეზინფორმაციის ამოცნობა, ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზნები და მათი სახეობები, ცრუ სათაურები, ყალბი პროფილები (ტროლები, ბოტები), სიტყვის თავისუფლება და ყალბი ინფორმაცია, უკვე გამოყენებული ფოტოს გადამოწმება და სხვა.

მედიაწიგნიერება ის საკვანძო უნარია, რაც მასობრივი ინფორმაციის სწრაფი გავრცელების ფარგლებში ინფორმაციის კრიტიკული შეფასებისთვის აუცილებელია. კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე კი დემოკრატიული საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.