მედიაწიგნიერების კურსის ფარგლებში პირველი ვორქშოფი გაიმართა 2 დეკემბერს კასპის N1 საჯარო სკოლაში.

📍 პირველი ვორქშოფის თემა იყო “საბჭოთა პროპაგანდის ანატომია”, რომელსაც უძღვებოდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory  – ის უფროსი მკვლევარი რუსიკო კობახიძე. მან მონაწილეებს გააცნო საბჭოთა რეჟიმის პირობებში მოქმედი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მექანიზმები და მათი მიზნები.

👉 საბჭოთა პროპაგანდის გააზრება თანამედროვე ჰიბრიდული ომის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის, ვინაიდან თანამედროვე რუსული პროპაგანდა ხშირ შემთხვევაში იმავე მექანიზმებსა და საშუალებებს ეყრდნობა, რასაც წარსულში საბჭოთა რეჟიმი.

ვორქშოფში მონაწილეობას იღებდა 18-მდე სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი.

მედიაწიგნიერების კურსი ტარდება European Endowment For Democracy პროექტის ფარგლებში.