ჩვენი მენტი სალომე გვიზიარებს, თუ რა ისწავლა მენტორინგის პროცესში:
“მენტორინგმა მასწავლა რომ ჩემს გადაწყვეტილებებს ყოველთვის ორი მხრიდან უნდა შევხედო და ავწონ-დავწონო მათი კარგი და ცუდი მხარეები. მენტორინგის დახმარებით მივხვდი რომ არ უნდა შეგეშინდეს ყველაფერს კრიტიკულად შეხედო.
ეს პროცესი დამეხმარა ჩემი პიროვნული განვითარება პირველ ადგილზე დამეყენებინა და პრიორიტეტები სწორად გადამენაწილებინა რაც რა თქმა უნდა ჩვენი განვითარების საწინდარია. მივიღე დამატებითი ინფორმაცია და გავიმყარე ჩემი მიზნები.”