დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მეტმა ადამიანმა გაიგოს, რატომ არის რუსული, ე.წ. კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საშიში, რა სერვისები არსებობდა აქამდე დასავლური დაფინანსებით, და რაზე წვდომას დაკარგავენ ადამიანები, თუ კი კანონი ამოქმედდება.
ამ სამ საკითხების გარშემო უფრო მეტი ადამიანის გასაერთიანებლად ვქმნით პლატფორმას we-change.ge, სადაც გვსურს თავი მოვუყაროთ ორგანიზაციების, აქტივისტების, ჩვენი სამიზნე აუდიტორიის ხმას, იმ ადამიანებს, ვინც იცის და იაზრებს, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ.
თუ გსურთ, ამ სივრცის თანაშექმნაში მიიღოთ მონაწილეობა, ჩაწერეთ პატარა, მაქსიმუმ 1.5 წუთიანი ვიდეო.
რა უნდა/შეიძლება იყოს ვიდეოში:
ვინ ხართ
რა ორგანიზაციას/ჯგუფს/რეგიონს/ქალაქს წარმოადგენთ
რას აკეთებდით და აკეთებთ
ან რა სერვისები მიგიღიათ არასამთავრობო სექტორისგან
ნებისმიერი მესიჯი, რაც ეხება ამ სერვისებს და იმას, თუ რას დაკარგავს საზოგადოება, ამ სერვისების შეზღუდვით.
Ეს შეიძლება იყოს ტრენინგი, კონფერენცია, მოგზაურობა, უვიზო რეჟიმის არსებობა, თავშესაფრების არსებობა, ინკლუზიური განათლება და ა.შ. Ფაქტიურად არსებული სერვისების 90 % შექმნილია დასავლური ფონდების მხარდაჭერით.
ვიდეო შეგიძლიათ გადაიღოთ ტელეფონით.
გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია და მოუწოდოთ სხვებსაც, რომ გამოგვიგზავნონ ვიდეო.