
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ კულტურულ მსგავსება-განსხვავებებს მიეძღვნა ვორქშოპი, რომელსაც კამპანიის გუნდის წევრები უძღვებოდნენ. შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა იმუშავეს ჯგუფებში და არგუმენტირებულად დაასაბუთეს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობა. მათ შესაძლებლობა მიეცათ, კრიტიკული მსჯელობის გზით, თანატოლებთან ერთად დაემსხვრიათ ევროკავშირის ქვეყნების შესახებ არსებული სტრეოტიპები.