Რა არის გენდერული მეინსტრიმინგი?
ეს არის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ემსახურება როგორც ქალების, ასევე კაცების ინტერესებსა და საჭიროებებს.
Პირველად კონცეფცია 1985 წელს გაჩნდა ნაირობის (კენიის დედაქალაქი) ქალთა მსოფლიო კონფერენციაზე. Მას შემდგომ კონცეფციას სტრატეგიის სახე მიეცა, რომლის მიზანიც გენდერულად თანასწორი პოლიტიკის შემუშავება გახდა.
1998 წელს ევროსაბჭომ გენდერული მეინსტრიმინგი ასე განმარტა: პოლიტიკური პროცესების იმგვარი (რე)ორგანიზება, შესწორება და განვითარება, რომ მოხდეს გენდერული თანასწორობის პერსპექტივის ინტეგრირება პოლიტიკის განვითარების ყველა დონეზე, ყველა ეტაპზე ამ პროცესში ჩართული ყველა აქტორის მიერ.
ევროკომისია მას განმარტავს, როგორც ,,სტრატეგიული გრძელვადიანი მიდგომას, რომელიც ნერგავს გენდერულ თანასწორობას სისტემებში, სტრუქტურებში, ინსტიტუტებში, პროგრამებში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში”.