რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბრით ან ინფორმაციის მიღებით რას ვაშავებთ ?! ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი სხეულის შესახებ ინფორმაცია გვქონდეს?! ან საერთოდ რა არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა?
რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს ადამიანის სასიცოცხლო პროცესს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეპროდუქცია არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ უფლებრივ საკითხებსაც მოიცავს. სამწუხარო რეალობაა, როცა ჩვენ ბავშვობის ასაკიდან არ ვიღებთ სათანადო ინფორმაციას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ხშირად სკოლებში ბიოლოგიის პედაგოგი ,,ახტება ‘’ იმ საკითხებს რაც რეპროდუქციას ეხება. ხშირ შემთხვევაში თემებს გვაძლევს, რომ სახლში წავიკითხოთ, მაგრამ რასაკვირველია არავინ არ კითხულობს. ამავდროულად ხშირად გვესმის ბიოლოგიის პედაგოგისგან, რომ ინფორმაცია რასაც მივიღებთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ბიჭებთან არ ვთქვათ ,ეს არის ,,სირცხვილი“. ისმის კითხვა: ,,რატომ? რისი ეშინია პედაგოგს? ან რატომ არიდებს თავს ამ საკითხებს ? „.ჩემი აზრით ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი – პედაგოგებს აშინებთ მშობლების რეაქცია, რადგან ეს ხომ ,,სირცხვილია“ და როგორ შეიძლება სკოლაში ასწავლონ. მეორე კი – მამრობითი სქესის წარმომადგენლები, ბიჭები მოცემულ საკითხებს იუმორით პასუხობენ და რაც ხშირად გვიქმნის არაკომფორტულ გარემოს. აქედან გამომდინარე, როცა ბავშვს /მშობელს არ აქვს სათანადო ცოდნა და ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ხშირად გვხვდება ნაადრევი (იძულებითი) ქორწინების უამრავი მაგალითი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ხშირად გვესმის და გვხდება ეს არის, რომ ახალგაზრდა გოგოებს გინეკოლოგთან ვიზიტი არ შეიძლება, ოჯახისთვის ეს სირცხვილია. მითუმეტეს როცა გინეკოლოგი არის მამაკაცი, გვესმის ხშირად არასასიამოვნო წინადადებები: ,,კაცია როგორ მიიყვანე ? არ გეშინია ?’’ ,,რა ნაირი კაცი ხარ ,ეს არის შენი ვაჟკაცობა შენი ცოლი/ შვილი კაც გინეკოლოგთან მიიყვანე ‘’. აქედან გამომდინარე საზოგადოების(ბრბოს ) მეშვეობით არავინ არ ფიქრობს გოგოების ჯანმრთელობაზე. უქმნიან საფრთხეს,რასაც შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ალბათ დამეთანხმებით რომ ჩვენ ყველა ვართ ინდივიდი და ყველა ჩვენგანს ჩვენი უფლებები გვაქვს. არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ დაარღვიონ ჩვენი უფლებები. ჩვენ გვაქვს ჩვენი არჩევანი, არ აქვს არავის უფლება რომ ჩვენი არჩევანს წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომ დროა ხმა ამოვიღოთ და ჩვენ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. არ გაჩუმდე ამოიღე ხმა! ქალი არ არის სუსტი არსება !
ავტორი: აისელ ნაზამოვა – 16 წლის – ბოლნისის მუნიციპალიტეტი დაბა კაზრეთი