
თუ გიყვარს წერა?

მოგწონს, როცა შენს აზრს აზიარებ წერის საშულებით?

გსურს, უფრო ფართო საზოგადოებამ წაიკითხოს შენი ნაწერი?

მაშინ ეს ტრენინგი შენთვისაა


ტრეინინგის ძირითადი მიზანი:
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება წერის მნიშვნელობა, ამბის თხრობის ფორმები და ტექსტის სტრუქტურა. ძირითადი ყურადღება გამახვილდება, პერსონალური გამოცდილებებისა და ზოგადი დაკვირვებების სინთეზის მნიშნელობაზე. ამასთან ერთად, განხილული იქნება ის, თუ როგორია წერის ფემინისტური მნიშვნელობა და დაწერილი ტექსტის ძალა სოციალური რეალობის გარდაქმნის პროცესში.

ტრენერი: გიგა კარაპეტიანი – მკვლევარი, სოციოლოგი. ლექტორი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეხვედრის ადგილი: ქ. კასპი, კომლის სივრცე.

შეხვედრის დრო: 15:00 სააათი.