28 მარტს 15:00 საათზე კომლი გიწვევთ ტრენინგზე: საპროექტო განაცხადის მომზადება.
შეხვედრის მიზანია, მეტ ორგანიზაციას და ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საგრანტო პროგრამებში.
შეხვედრაზე განვიხილავთ შემდეგ თემებს:
– პროექტის სასიცოცხლო ციკლი
– პროექტის საჭიროების კვლევა
– იდეის გენერირება
– პროექტის მიზნები და ამოცანები
– საპროექტო განაცხადი ნაბიჯ-ნაბიჯ უსაიდის სოფლის გაძლიერების პროგრამის საგრანტო პროგრამის მიხედვით.
შეხვედრა გაგრძელდება 2 საათი.
შეხვეედრას გაუძღვება თეონა დალაქიშვილი, რომელსაც აქვს წარმატებული საპროექტო განაცხადების მომზადების 14 წლიანი გამოცდილება.
შეხვედრაში მონაწილეობა უფასოა, მსურველები დარეგისტრირდით: