🎉 30 ოქტომბერს კომლის ორგანიზებით ქალაქ კასპის ტექნოპარკის სივრცეში ჩატარდა სათემო მენტორინგის ფესტივალი და ახალგაზრდული შესაძლებლობების ფორუმი.
🥳 სათემო მენტორინგის ფესტივალზე მოწვეულები იყვნენ სათემო მენტორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათ
🔹 შეაჯამეს მენტორინგის პროექტის შედეგები;
🔹 ისაუბრეს მენტორინგის სფეროში თავიანთ გამოცდილებაზე;
🔹 განიხილეს თავიანთი რეგიონის ახალგაზრდების საჭიროებები და პრობლემები, რომელთა მოგვარებაშიც თავად დაეხმარებიან მენტებს.
🟠 ფესტივალი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia) მხარდაჭერით.
👏 იმავე დღეს ჩავატარეთ ახალგაზრდული შესაძლებლობების ფორუმი. ახალგაზრდებს კასპის მუნიციპალიტეტიდან მივეცით შესაძლებლობა, ერთ სივრცეში შეხვედროდნენ მუნიციპალიტეტსა და რეგიონში მოქმედ ქართულ და უცხოურ ორგანიზაციებს.
ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციების მოქმედების სპეციფიკისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ეს უკანასკნელი სთავაზობთ.
📌 ღონისძიებას ესწრებოდნენ კომლის იდეების კონკურსის გამარჯვებული გუნდებიც. ახალგაზრდებს ქალაქ კასპიდან, სოფელ სასირეთიდან, დოესიდან და თვალადიდან გადაეცათ სერტიფიკატები. თითოეული გუნდი თავისი პროექტის განსახორციელებლად მიიღებს 500-ლარიან გრანტს.
🟠 ახალგაზრდული შესაძლებლობების ფორუმი ჩატარდა European Endowment For Democracy (EED)-ის მხარდაჭერით.
🟩 დღის ბოლოს, ორივე ღონისძიების მონაწილეებს ვუმასპინძლეთ კომლის სივრცეში. მათ გავუზიარეთ კომლის შექმნის ისტორია, გავაცანით არსებული სერვისები, დავათვალიერებინეთ სამუშაო და დასასვენებელი სივრცეები და ვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
🎊 დღის შემაჯამებელი საათი დაეთმო მაინდფულნეს სესიას, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, ბრაუნის უნივერსიტეტში მაინდფულნეს ცენტრის სტუდენტი, ნანა ვაშაკიძე გაუძღვა.