სათემო მენტორინგის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც მენტორების ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან მუშაობის პროცეს მოიცავს.
პროექტს ახორციელებს კრეატიული განვითარების ცენტრი Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia მხარდაჭერით.
სათემო მენტორინგის მეორე ეტაპზე 20-მდე გადამზადებულმა მენტორმა დაგეგმა 9 ადგილობრივი სათემო ღონისძიება გორში, კასპში, ქარელში, საგარეჯოსა და ყვარელში.
15 სექტემბერს ქალაქ გორში Society Biliki -ში სათემო მენტორინგის პირველი შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაცია „ახალი თაობის“ მენტორები ანა ლაზარაშვილი და ქეთევან კახნიაშვილი. ანამ და ქეთევანმა მენტორინგის პირველ ეტაპზე მენტორთა გადამზადების ტრენინგი წარმატებით გაიარეს, რის შემდეგაც ქ. გორის თემის 15-მდე ახალგაზრდა წარმომადგენელთან დაიწყეს მენტორინგის პროცესი.
მენტორინგის თემა იყო ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობა. შეხვედრა აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირების გზების დასახვას დაეთმო. მენტორინგის ინოვაციური მეთოდებისა და ხერხების საშუალებით, მენტორები თემის წარმომადგენლებს ეხმარებოდნენ თემში არსებული პრობლემის გაცნობიერებასა და მათი გადაჭრის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის დასახვაში.