“საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია: მიღწევები და გამოწვევები”
29 აპრილს კომლის სივრცეში ჩატარდა ვორქშოპი: “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია: მიღწევები და გამოწვევები”.
შეხვედრის მონაწილეებმა
იმსჯელეს ევროპულ ფასეულობებზე, კულტურასა და ცხოვრების წესზე;
გაიგეს უფრო მეტი ევროკავშირისა და ნატოს არსისა და განვლილი გზის შესახებ;
გაიაზრეს ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობა და საქართველოსთან ურთიერთობები;
განიხილეს რუსული დეზინფორმაციის მიზნები, ტექნიკები და მაგალითები, რომელსაც კრემლი საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობის შესაქმნელად უფრო და უფრო აქტიურად იყენებს.
შეხვედრის ბოლოს ჩავატარეთ საინტერესო ქვიზი, რომელმაც შეაჯამა მიღებული ცოდნა.