🇬🇪 ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
☑ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელი კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 81%, ხოლო საქართველოს ნატოში გაწევრიანებას – მოსახლეობის 73%.
🇪🇺 როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, განმარტავს, “კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან”.
🔷 ნატოს განცხადებით კი, “შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს”.
❌ შესაბამისად, “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი შეუთავსებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებასთან, გახდნენ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები. ამასთან, იგი აცდენილია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებს.