კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში გაიხსნა თანაშექმნის სივრცე, რომელიც ისრაელის საელჩოს მიერ მაშავის პროგრამით დაფინანსდა.
ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს რესურსი შეხვედრებისთვის, მუშაობისთვის, სხვადასხვა ონლაინ თუ პირისპირი შეხვედრის ორგანიზებისთვის და ნებისმიერი სხვა ტიპის იდეის განხორციელებისთვის.
პროექტის მხარდამჭერები არიან კასპის მუნიციპალიტეტის მერია და სათემო ორგანიზაცია “კომლის თემი”.