კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში გაიხსნა თანაშექმნის სივრცე, რომელიც ისრაელის საელჩოს მიერ მაშავის პროგრამით დაფინანსდა.
ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს რესურსი შეხვედრებისთვის, მუშაობისთვის, სხვადასხვა ონლაინ თუ პირისპირი შეხვედრის ორგანიზებისთვის და ნებისმიერი სხვა ტიპის იდეის განხორციელებისთვის.
პროექტის მხარდამჭერები არიან სათემო ორგანიზაცია “კომლის თემი” და კასპის მუნოციპალიტეტის მერია.