კომლი, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “უსაფრთხო თანაშექმნის სივრცეები – განათლებისა და განვითარებისთვის”, რომლის მიზანია:
კასპის მუნიციპალიტეტში ქალებმა და გოგოებმა კვალიფიციური გინეკოლოგიური და ფსიქოსოციალური კონსულტაციები გაიარონ, ცნობიერება აიმაღლონ სექსუალურ განათლებასა და უფლებებზე, ისევე როგორც სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და მისგან თავდაცვის მექანიზმებსა და საშუალებებზე.
პროექტის პირველი ეტაპია საჭიროების კვლევა, რომლის მიზანია კასპში მცხოვრები გოგოებისა და ქალების გამოკითხვა, მათი მოსაზრებების და საჭიროებების გაგება.
👉 გთხოვთ შეავსოთ მოცემული კითხვარი: