უფასო გინეკოლოგიური მომსახურება კასპის მუნიციპალიტეტში
როგორც უკვე იცით, კომლი ფონდი ტასოს მხარდაჭერით ახორციელებს უფასო გინეკოლოგიურ მომსახურებას კასპის მუნიციპალიტეტში. ასევე რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე საინფორმაციო შეხვედრებს და მოქმედებს ანონიმური კითხვარი.
9-10 ივლისს კასპის სპორტკომპლექსში კასპის მუნიციპალიტეტის ქალებსა და გოგონებს ჩაუტარდათ უფასო გინეკოლოგიური მომსახურება,რომელიც მიზნად ისახავს მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და გაძლიერებას.
ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას გვერდში დგომისათვის.