კომლმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით კიდევ ერთი პროექტი, „ფორუმ თეატრი – თამაში ცვლილებებისთვის“ განახორციელა. ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმას ვეწვიეთ.
„ფორუმ თეატრი“ შედგებოდა ორი ეტაპისგან. თავდაპირველად, შერჩეულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში – „როგორ დავდგათ ფორუმ თეატრი?“, პროექტის დასკვნით ეტაპზე კი მათ მოამზადეს კონკრეტულ პრობლემაზე ორიენტირებული დადგმა და წარუდგინეს სამიზნე აუდიტორიას. სოფელ ფერმის მოსახლეობას საშუალება მიეცა ინტერვენციის გზით ჩაენაცვლებინა დადგმის ერთ-ერთი პერსონაჟი და მოეგვარებინა წარმოდგენილი პრობლემა.
ღონისძიება ინტერაქციული გზით წარიმართა. წარმოდგენის მსვლელობისას გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლითაც საზოგადოება მონოლოგის რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმში გადავიდა. ერთად განვიხილეთ მოცემული პრობლემის არსი, გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus და მობილური ახალგაზრდული საქმიანობა კასპის მუნიციპალიტეტში !