🟢 კომლმა 22 მაისი მთლიანად ფოტოგრაფიას მიუძღვნა: დავაჯილდოვეთ ფოტოკონკურს „ჩვენი კასპის“ კონკურსანტები და ჩავატარეთ ფოტოგრაფიის მასტერკლასი.
🟢 გამოვლინდა ფოტოკონკურსის ორი გამარჯვებული: ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გაიმარჯვა პაპუნა ბეჟიტაშვილმა, ხოლო ნომინაციაში „ჟიურის რჩეული“ – ანა ძამუკაშვილმა. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები, ხოლო თითოეულ მონაწილეს – სერტიფიკატი.
🟢 კასპელ ახალგაზრდებს ასევე შევთავაზეთ ფოტოგრაფიის მასტერკლასი, რომელსაც კასპელი ფოტოგრაფები, ოთარ თაგვიაშვილი და ლაშა ზუბიაშვილი გაუძღვნენ. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება, გვესაუბრნენ პროფესიასთან დაკავშირებულ
შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე და გაგვაცნეს ფოტოს გადაღების საინტერესო მეთოდები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.