ყოველი დღე ერთმანეთს გავდა ,სასოწარკვეთილი და სიცოცხლის სურვილით დაკარგული
მთელი დღე კარს გავყურებდი,გავყურებდი და ყოველი ნაბიჯის გაგონებისას ტანში
ვგრძნობდი შიშს .ველოდებოდი მას ,მისი თვალები სიკვდილს მახსენებდა,სიცივეს ვგრძნობდი
და გაქცევას ვაპირებდი სკივრიდან,რასაც გასაღები არასდროს ქონია.თითქოს მაშინ დაიკარგა
როდესაც მუხლდაჩოქილი სიყვარულს მეფიცებოდა ,დიახ ეს ჩემი ქმარი იყო,თითქოს
სიყვარული იმ გასაღებთან ერთად დაიკარგა და მე იმ დღის მერე ის აღარ მიგრძვნია
,ყველაფერი თავიდან თითქოს კარგად იყო,მაგრამ მალევე შიცვალა,მან დალევა დაიწყო.ხშირი
კონფლიქტი იყო,ჩემს თავს ვაბრალებდი რადგან მას ზედმეტად ვაკონტროლებდი .ერთ დღეს
კი ყველაფერი ცუდად წავიდა ,ასწია ხელი ქალზე,დამარტყა და პირველად გაისვარა ხელი
სისხლში .ამის მერე მეფიცებოდა რომ ამას აღარ გაიმეორებდა ვაპატიე ,ვაპატიე ჩვენი შვილის
გამო ,მას ხომ მამა სჭირდებოდა ან ხალხი რას იტყოდა ,მე დამადანაშაულებდა ყველა ,ყველა
თითს ჩემსკენ გამოიშვერდა .ყოველი ხელით შეხების შემდეგ მპირდებოდა რომ ამას აღარ
გაიომეორებდა ,ვუჯერებდი იმიტომ რომ მე ისევ ძალიან მიყვარდა ,ვითმენდი და ვიტანდი იმ
ტკივილს ჩვენი სიყვარულის ,მოგონებების და შვილი გამო .ძალადობას ყოველდღიური სახე
მიეცა,არა მარტო ფიზიკურად ის სექსუალურადაც ძალადობდა ჩემზე. დღე არ გავიდოდა რომ
ჩემთვის არ დაერტყა ,ვეღარ ვცნობდი ,მასში სულ სხვა ადამიანს ვხედავდი .ყოველი დღე
ჩემთვის ნაცრისფერი იყო ,საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მივიღე როდესაც სახლში
მთვრალი მოვიდა ,მირტყამდა,მტკიოდა მაგრამ ვითმენდი ჩვენი პატარა გოგონას გამო ,
ბოლოს ბავშვსაც შეეხო ხელით ,მან ჩემს გოგონას დაარტყა ,ვეღარ მოვითმენდი და ჩუმად
პოლიციაში დავრეკე.მეტყვით მანამდე დაგერეკაო მაგრამ მეშინოდა,უარესს გააკეთებდა ,ის ის
ადამიანი აღარ იყო ,ყველაფერზე იყო წამსვლელიი ,როცა ველაპარაკებოდი თვალებში
ცეცხლი ენთო ,,მასთან ლაპარაკის დროს სიკვდილს ვგრძნობდი .ყველა მე მადანაშაულებდა
ერთი ცემა ვერ აპატია ქმარსო ,მათ ხომ არ იცოდნენ მე რისი გადატანა მიწევდა ,მათ ესმოდათ
ჩემი კივილი მაგრამ არაფერს აკეთებდნენ ,რამე რომ მოემოქმედათ ჩემი შვილი ცოცხალი
გადარჩებოდა ,მე მაშინ ორსულად ვიყავი ,მან მე ბავშვი დამაკარგვინა მეორე შვილსაც ვერ
დავკარგავდი .ამიტომ გადავდი ეს ნაბიჯი ახლა ვიცავ იმ ქალის უფლებებს ვისაც ყოველდღ
უწევთ ამის გადატანა და ხმის ამოღებას ვერ ბედავენ ,მე ეს შევძელი და მჯერა თქვენც
შეძლებთ.ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები .
ვერ დაიცავ შენს უფლებებს Თუ არ გეცოდინება ის თუ რასთანაც გიწევს შებრძოლება,თუ არ იცი
რისი მსხვერპლი ხარ.მოდი დავიწყოთ იმით ,რომ ქალებზე ძალადობა გლობალური
მოვლენაა, რომლისთვისაც უცხოა სოციალური, ეკონომიკური თუ ეროვნული საზღვრები.
ქალებზე ძალადობა ადამიანის უფლებათა ძალიან მძიმე დარღვევაა რაც ხშირად დაუსჯელი
რჩება. Მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებზე ყოველდღიურად ძალადობენ
ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად . ქალებს დევნიან,აუპატიურებენ, ავიწროებენ, ამახინჯებენ,
იძულებით აქორწინებენ, სტერილიზაციას აიძულებენ. ქალებზე ძალადობის მაგალითები
უსასრულოა ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა კი ურიცხვი. ბევრ ქალს ეშინია ან რცხვენია
დახმარების თხოვნა და დუმილს ამჯობინებს რაც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად
უჯდება. მათ კი, ვინც ხმას იღებს ხშირად არავინ უსმენს. Ხშირად მოდის ფრაზები რომ უნდა
მოითმინონ, “კაცია და ეპატიება”,”ალბათ იმსახურებდა და იმიტომ სცემა “,”მიდი შვილო
ოჯახის გამო უნდა აიტანო”.ზოგ ქალს ოჯახიდანაც არ აქვს მხარდაჭერა ,მშობლებს არ უნდათ
მათმა შვილმა ოჯახი დაანგრიოს ,ეშინიათ თუ რას იტყვის ხალხი ,დარდობენ ხალხის
ნათქვამზე და არა იმაზე თუ რისი გადატა უწევს მათ შვილს ყოველდღიურად.
ვფიქრობ რომ ძალადობა სისუსტის ყველაზე დიდი გამოვლინებაა ,ნებისმიერი სქესის
ადამიანის მიმართ.როდესაც ადამიანს არ აქვს იმის ინტელექტუალური და ვერბალური
რესურსი ,რომ ადამიანთან დიალოგის დამყარებისას მას თავისის აზრი და პოზიცია
გააგებინოს ის მაშინ გადადის ძალადობაზე .მგონია რომ ეს ყველაზე დიდი ლაჩრობაა ,რაც
შეიძლება კაცმა ჩაიდინოს ქალის მიმართ
მაგრამ ერთია ქალი , რომელიც მარტო ცდილობს მოძალადესთან გამკვლავებას და სხვაა
საზოგადოება. ჩვენ, სხვა კაცები და ქალები,ქუჩაში გამვლელები და ახლოდან ფეხებზე
დამკიდებელნი , რომელთაც შეიძლება წლობით ესმოდათ მათი ბინიდან გამოსული ქალის
ტირილისა და მთვრალი კაცის გინების ხმა და ისე მოიქცნენ რომ არაფერი მომხდარა და
Თქვან : “რა ჩემი საქმეა “,”სხვის საქმეში ხომ არ ჩავერევი”,”ჩამშვები ხომ არ ვარ”,”ოჯახია
და თითონ მოაგვარებს”… ან უარესი კაცის მძვინვარებას მოუძებნონ გამართლება.
მაგრამ ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა არავინ უნდა გაჩუმდეს, როცა ჩაგრულმა ხმა უნდა
ამოიღოს, როცა ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო ,როცა ყველა მხარში
უნდა ამოვუდგეთ ჩაგრულს და ერთად დავუპირისპირდეთ მოძალადეს . მოძალადეები ერთად
უნდა შევაჩეროთ!
Ავტორი:ნანა ილურიძე