
მსოფლიოს გარშემო ქალები, დაახლოებით, იმ თანხის 77 პროცენტს
გამოიმუშავებენ, რასაც კაცები იღებენ. ასე თუ გაგრძელდა, სახელფასო სამართლიანობა ქალებსა და კაცებს შორის 2086 წლამდე ვერ მიიღწევა.

ქალები ნაკლებად საუბრობენ საკუთარ იდეებსა და ინიციატივევბზე, ისინი, ასევე,
უფრო ხშირად ხდებიან არაადეკვატური რეაქციის სამიზნეები. სტარტაპის
წამოწყებისას ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დაფინანსება ქალებს მისცენ[3] მაშინ, როდესაც კომპანიები სათავეში ქალი ხელმძღვანელებით მეტი შემოსავლის მომტანნი არიან და მეტი წარმატებითაც გამოირჩევიან.

2018 წელს, სტატისტიკის მიხედვით, იმ 500 აღმასრულებელი დირექტორიდან, რომლებიც ჟურნალ „fortune“- ის მიერ დასახელებულ 500 ყველაზე წარმატებულ კომპანიას ხელმძღვანელობენ, მხოლოდ 24-ია ქალი. 2019 წელს ქალთა რაოდენობა ზედა მმართველობით ფენებში გაიზარდა, თუმცა, სამუშაო ადგილას გენდერული თანასწორობის გასამყარებლად ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.