სიტყვა ქალის გაგონებაზე ყველას სხვადასხვა ადამიანი გვახსენდება. მეუღლე, დედა შორეული ნათესავი ან თუნდაც ნაცნობი. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი კონსერვატიულ, უხეშ კლანჭებშია მოქცეული,იმედისმომცემი მხოლოდ გარკვეული გამონაკლისები და ახალგაზრდული ხედვებია, რომელიც ძალიან ხშირად სასიამოვნო ემოციებს აღმიძრავს პირადად მე, ამ ბლოგის ავტორს.ამ ტექსტის დაწერა გადამაწყვეტინეს იმ ქალებმა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, რომლებიც შეიძლება ხვალ და ზეგ ჩვენი წარმატების მთავარი ინსპირაციის წყარო აღმოჩნდნენ . ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, თუ რა გააკეთეს ქალებმა ადრე ან დღევანდელ დღეს და რა ქმედითი ნაბიჯები გადადგეს მათ იმასათვის, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ყოფილიყო ის მოცემულობა რომელშიც ვცხოვრობთ.
ძლიერ ქალებზე საუბრისას პირველი კატერინ ჯონსონი გამახსენდა, შავკანიანი მათემატიკოსი ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკული კოსმოსური ხომალდის ფრენის ტრაექტორიების გასაანალიზებლად. პირველ რიგში ამ ადამიანის დამსახურებაა ამერიკელი კოსმონავტების წარმატება, ამერიკელებმა პირველად დადგეს ფეხი მთვარეზე.ეს ისტორია შთაბეჭდავია არამხოლოდ იმიტომ, რომ იგი ძლიერი მათემატიკოსია, არამედ იმიტომაც რომ მას თავისი მათემატიკური გამოთვლების პარალელურად დასჭირდა ბრძოლა რასისტულ და გენდერულ სტერეოტიპებთან რასაც საბოლოო ჯამში ძალიან ღირსეულად და კარგად გაართვა თავი.მან დაიცვა თავისი უფლებები და შეძლო ის რასაც ბევრი მამაკაცი ვერ ახერხებდა.კატერინ კონსონი არ არის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ერთადერთი, რომელსაც საკუთარი, როგორც ქალის უფლებებისთვის და თვითდამკვიდრებისათვის უნდა ებრძოლა.სიუზენ ანტონი, ამერიკელი მწერალი სპიკერი და ადამიანის უფლებადამცველი იყო, იგი იბრძოდა ქალებისათვის რათა მათ ჰქონოდათ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად ვერ მოესწრო ამ ფაქტს მის შრომას და თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. მის მოღვაწეობაში განსაკუთრებით მიყვარს ის ფაქტი, რომ იგი ღიად უპირისპირდებოდა მთელ სისტემას და ცდილობდა ხმა მიეცა არჩევნებში, რის გამოც იგი დააპატიმრეს და დააჯარიმეს ასი დოლარით რომელიც მან რა თქმა უნდა არ გადაიხადა.როდესაც ვსაუბრობთ ქალების მიღწევებზე აუცილებელია გავიაზროთ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არის ბრძოლა რაღაცის მოპოვებისთვის , მაგალითად როგორიც არის სწავლის უფლება.ბევრი ადამიანისთვის უცნობია თუმცა ფატიმა ალ-ფიჰრი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც უნივერსიტეტი დააფუძნა.ეს უნივერსიტეტი აღიარებულია გინესის რეკორდებში, როგორც მსოფლიოში არსებული უძველესი და მუდმივად მოქმედი დაწესებულება.ფატიმას ცხოვრებიდან ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა მნიშვნელოვანმა დეტალმა.მიუხედავად იმისა, რომ ფატიმა 800 წელს დაიბადა მდიდარი ვაჭრის ოჯახში, მისი მშობლები უპირატესობას ანიჭებდნენ ქალთა განათლებას, რამაც ვფიქრობ რომ დიდი როლი ითამაშა ფატიმას შემდგომ მოღვაწეობაში და გადაწყვეტილებებში.ქალები ბევრ საოცარ ნაბიჯებს დგამენ ამ საუკუნეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ ქალების სიას მინდა დავუმატო ავსტრალიელი მსახიობი დებორა მეილმენი, რომელმაც უზარმაზარ წარმატებას მიაღწია და აქტიურად იყენებს საკუთარ პლათფორმას ეგრეთწოდებული,,ძირძველი’’ ავსტრალიელების უფლებების დასაცავად, ვინაიდან ამ ადამიანების ირგვლივ იკვეთება მრავალი სოციალური პრობლემა, რომელიც დებორას აზრით ცვლილებებს მოითხოვს.ძალიან ბევრი ღირსეული ქალი გვყავს და გვყოლია საქართველოში მაგრამ ჩემთვის დაუვიწყარი მაინც მარო მაყაშვილია.19 წლის ასაკში, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ პატარა ნაბიჯებს დგამს ცხოვრებაში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად იგი წავიდა ფრონტის ხაზზე მოხალისედ. ჩემს ცნობიერებაში მისი ეს ნაბიჯი იყო ნამდვილი გამბედაობის გმირობის და პატრიოტიზმის ნათელი მაგალითი.მისი ისტორია ინსპირაციის მომცემად მიმაჩნია ბევრი ადამიანისთვის და გამომაფხიზლებელი ყველა იმ ინდივიდისთვის ვინც თანამედროვე სამყაროში ქალის როლს აქტიურად აკნინებს.
ჩემი ბლოგის მიზანი იყო წარმომედგინა ქალები სამყაროს სხვადასხვა წერილებიდან რომლებიც ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ მეტად განსხვავებული სტილით, უნდოდათ ბევრი რამის დამტკიცება ცხოვრებაში და ეს შეძლეს.ხშირად ადამიანები გენდერული ნიშნით ახდენენ ერთმანეთის დისკრიმინაციას, მაგრამ ისტორიული მაგალითებით ,ქალების წარსული ქმედებებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ასე არ არის. ამ ქალებმა სამყარო შეცვალეს უკეთესობისკენ.ბევრმა ქალმა გაანალიზა რისი უფლება და უნარი გააჩნია, ბევრი წარმატებული ქალის გარდაცვალების შემდგომ რჩებოდა მათი იდეოლოგიების და ღირებულებების გამაგრძელებელი მოძრაობები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ცვლიან თითოეული ქალის ცხოვრებას ამ მეტად რთულ და საინტერესო ცხოვრებაში.
მარიამ კახაძე 21 წლის, თბილისი.