25 დეკემბერს კომლმა 2022 წლის შემაჯამებელი სათემო ფორუმი ჩაატარა, რომელსაც 100-მდე ადამიანი დაესწრო.
ფორუმის ფარგლებში, საზოგადოებას წარვუდგინეთ ერთი წლის შედეგები, ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ამასთან, ფორუმის მონაწილეებს მოვუყევით სამომავლო გეგმებსა და იმ სიახლეებზე, რომლებსაც ახალი წლიდან უნდა ელოდონ.
ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახლადშექმნილი კასპის ახალგაზრდული საბჭოს წარდგენას, რომელიც 2023 წლიდან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებასა და ჩართულობაში.
ფორუმზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება.
ამავდროულად, ფორუმის მონაწილეებს შევთავაზეთ სამი პარალელური პანელური შეხვედრა ადგილობრივ აქტივიზმსა და ახალგაზრდებზე, მეწარმეობასა და დასაქმებაზე, და თემის განვითარებასა და სივრცეებზე.
ღონისძიების მიწურულს დავაჯილდოვეთ კომლის ერთგული პარტნიორები, მედიაწიგნიერების კურსის მონაწილეები და უცნობი სათემო ლიდერები.