კომლის შესახებ
ომლი ცდილობს ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვის ფოკუსი საზოგადოებრივი ზრუნვისკენ მიმართოს და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა – გარემოზე და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვად აქციოს.
თანაშექმნის სივრცე არის მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ცდილობს ცოდნა გაანთავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს. თანაშექმნის სივრცეში სტუმრები იზიარებენ „თემთან ერთად“ პრინციპს, რაც გულისხმობს მათი საქმიანობისა და აღმოჩენების შესახებ ცოდნის ადგილობრივი თემის წევრებისთვის გაზიარებას და გაცნობას.
ამ იდეებზე დაყრდნობით, თანაშექმნის სივრცე ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცე გამოიყენოს: შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის და დასვენებისთვის.
კომლის გუნდი
Ჩვენი გუნდის სტრუქტურა ეფუძნება ჰორიზონტალური მართვის პრინციპებს და ამ ეტაპზე ასე გამოიყურება: