„კომლი“ არის თანაშექმნის სივრცე, ადგილობრივი თემის წევრებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის.
თანაშექმნის სივრცე ეფუძნება თანა-განცდის იდეას, სადაც შესაძლებელია ფიქრი, დაკვირვება, კვლევა, მუშაობა და ახალი ცოდნის თანა-შექმნა.
ისეთ სოციალურ გარემოში, რომელიც უფრო და უფრო მეტად უწყობს ხელს ინდივიდუალისტური საზოგადოებების ჩამოყალიბებას, თანაშექმნის სივრცე ცდილობს ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვა კოლექტიურ ზრუნვად აქციოს და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა – გარემოზე ორიენტირებეულ ზრუნვად.
თანაშექმნის სივრცე არის მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ცდილობს ცოდნა გაანთავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს. თანაშექმნის სივრცეში სტუმრები იზიარებენ „თემთან ერთად“ პრინციპს, რაც გულისხმობს მათი საქმიანობისა და აღმოჩენების შესახებ ცოდნის ადგილობრივი თემის წევრებისთვის გაზიარებასა და გაცნობას
ამ იდეებზე დაყრდნობით, თანაშექმნის სივრცე ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევარების, არტისტების და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცის გამოყენება შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის.