➡️კასპის მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულდა RDYE პროექტის 3 საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი.
✅ორგანიზაცია “კომლთან,”
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კასპის ტექნოპარკთან და კასპის პროფესიულ სასწავლო კოლეჯთან თანამშრომლობით, RDYE პროექტის სამწარმეო ტრენინგებს კასპში ნათია ჟოჟუაშვილი და რუსუდან ბარნოვი უძღვებოდნენ.
✅RDYE და კომლის გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში!
✅შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”
(RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარებს.
✅პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
კომლი გისურვებთ წარმატებებს 🥳