რადგან სივრცე ატარებს თანაშექმნის იდეას, დაფუძნების მოდელიც თანაშექმნის პრინციპებს ემყარება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თქვენი ჩართულობა ამ სივრცის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველაზე მარტივად, ჩვენი მხარდაჭერა Fundraiser დახმარებით შეგიძლიათ.

 

გარდა ამისა, ამ ეტაპზე, ჩვენ გთავაზობთ სივრცის თანაშექმნის  სამ მოდელს:

 

დონაცია უბრალოდ გახდი ჩვენი და თემის მხარდამჭერი –  შენი მოსვლა კი ყოველთვის გაგვახარებს და ჭიქა ყავითაც გიმასპინძლებთ. მინიმალური თანხა: 1 ლარი.

 

 

 

თემის წევრი გაიღე დონაცია, გახდი ჩვენი მხარდამჭერი და მიიღე შესაბამისი სარგებელი: ამ დონაციით შენ გექნება შესაძლებლობა, ყოველ წელს გარკვეული ვადით უფასოდ ისარგებლო ჩვენი სივრცის სერვისებით. ვადა დამოკიდებული იქნება დონაციის ოდენობაზე, რაზეც წინასწარ მოხდება შეთანხმება. მინიმალური თანხა: 500 ლარი, სანაცვლოდ მიიღე 750 ლარის სერვისები სამომავლოდ.
 

 

 

თანადამფუძნებელი შენი დონაციით შეგიძლია გახდე „კომლის“ თანადამფუძნებელი, რაც გულისხმობს, რომ შენ იქნები  მისი ოფიციალური მეწილე, ჩაერთვები მის სტრატეგიულ განვითარებაში, მიიღებ წვდომას ყველა სერვისზე და ასევე, თანაშექმნის შესაძლებლობას. მინიმალური თანხა: 1500 ლარი, რაც აისახება დაფუძნებისას შესაბამის წილობრიობაში და გახდებით სერვისის მფლობელი.

 

 

 

 

 

გადაიხადე წინასწარ/pay it forward შეისყიდე ჩვენი სერვისი და მიიღე ის 2022 წლიდან. შეგიძლია  ის აქტივობები, რომელიც უკვე დაგეგმე 2022 წელს, ჩვენთან გამართო. ამისთვის კი თანხა წინასწარ გადაიხადო, რათა სივრცის თანაშექმნას შეუწყო ხელი.