22 ნოემბერს კომლის გუნდმა USAID Resilient Communities Program წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც კომლის, ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სათემო და სამეწარმეო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

USAID-ის ხუთწლიანი (2022-2027) „ძლიერი სოფლის პროგრამის“ მიზანია საქართველოს
ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ
განვითარება, სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და თემებში ახალი შესაძლებლობების გაჩენა,
შემოსავლების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ყურადღება გამახვილდება ეკონომიკის
პერსპექტიულ დარგებზე, როგორიც არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურის
განვითარება და ა.შ.
პროგრამა ხელს შეუწყობს:
● სამიზნე თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;
● მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებას;
● ინვესტიციების მოზიდვას;
● საწარმოების მიერ საქართველოს და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას;
● სამიზნე მუნიციპალიტეტებში განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას;
● საფრთხეების შემცირებისა და მათზე რეაგირების გეგმის შემუშავებას;
● ქალების და ახალგაზრდების ჩართულობას ეკონომიკის პერსპექტიულ დარგებსა და თემის
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.