შიდა ქართლის მისტიურ ლეგენდებზე კიდევ ბევრი რამ გვაქვს მოსაყოლი, დღეს კი აუცილებლად თქვენც უნდა გაგიზიაროთ ეს არაჩვეულებრივი მონათხრობი, რომელიც ანა მარგველაშვილს ეკუთვნის.
“რა საოცრად საინტერესო და ლამაზი ყოფილა კასპის მუნიციპალიტეტი, მე კი, ჩემდა სამწუხაროდ, აქამდე არ ვიცნობდი. მდგოვისფერი სივრცეები და გორაკები, ქართლის მინდვრები, ბორცვებზე საყდრები, ძველი სასაფალოები, მდინარეები, ჭალები, ალვის ხეები – ეს ყველაფერი გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, ვიდრე ამის ახსნა და გადმოცემა შემიძლია.”
“კასპის მინიცპალიტეტში ნანახი ამ და ზემოთ ხსნებულ სხვა სასაფლაოებზე ფიქრისას, მახსენდებოდა, როგორ ვიდექი, ასობით სხვა დამთვალიერებლის მსგავსად, გრძელ და დამღლელ რიგში პრაღაში, ებრაელების ძველ სასაფლაოზე შესასვლელად, რომელსაც დიდი რუდუნებით უვლის ქალაქიც და კერძო ინიციატივებიც. აქ კი, მარტო კასპის მუნიცპალიტეტში, სულ სამი გასეირნების დროს ვნახე სამი ძალიან ლამაზი, იდუმალი, ტრადიციული და ეთნოგრაფიულად უდაოდ საინტერესო სასაფლაო და პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ამ მემკვიდრეობას თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ. მიწას ჩააქვს ხშირად ხელოვნების ნიმუშისდარი ქვები, რაც, ვფიქრობ, ასე მარტივად არ უნდა გვეთმობოდეს.”
უფრო დეტალურად სტატიას გაეცანით ბმულზე