გარეთ 21-ე საუკუნეა, თუმცა ჯერ კიდევ გვიწევს ქალთა უფლებებზე საუბარი, რომ ქალსაც და კაცსაც ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეს, რომ უფლებას სქესი არ აქვს. ასევე იმაზე, რომ ფემინიზმი ნიშნავს, ქალების თანაბარ უფლებებს ცხოვრების სხვადსხვა ასპექტში როგორიცაა: ეკონომიკა, საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკა და კულტურა. ამ მიზნის მისაღწევად ქალებს ხანგრძლივი, რთული და ერთგვარად საინტერესო გზის გავლა მოუხდათ. ისინი იბრძოდნენ არა მხოლოდ საზოგადოებში და სახელმწიფოში თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად არამედ, კულტურულ ნორმებთან, რომელიც იწვევს ჩაგვრას. ტრადიციულად, ქალებისგან მოელიან, რომ მათი როლი შემოიფარგლებოდეს შვილების გაჩენითა და აღზრდით და სახლის საქმეებით, რომელიც დაფუძნებულია დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ ადათებსა და წესებზე.( მაგრამ ეს ასე არაა)

ქალთა უფლებების კონცეფცია ეხება ყველა თაობის ქალთა თავისუფლებებსა და უფლებებს. ქალთა უფლებების გარჩევის აუცილებლობა წარმოიქმნა ქალთა მიმართ ისტორიის მანძილზე არსებული აღქმიდან და გენდერული დისბალანსისა და უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით. ქალთა უფლებები მოიცავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში რეპროდუქციის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სხვა საკითხებში.

                                                 ქალების როლი სხვადასხვა სფეროში 

პარლამენტარი ქალები:

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა, აქედან 5 ქალი იყო. საქართველოში ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1918 წელს მოიპოვეს და ეს ქალები 1919 წელს არჩევნებში აირჩიეს. ესენი იყვნენ: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე; ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე; ქრისტინე შარაშიძე; ანა სოლოღაშვილი; ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე. 

თამარ მეფე:

თამარი საქართველოს პირველი ქალი მეფე იყო. თამარის სიძლიერე გვიჩვენებს, რომ ამ სირთულეების მიუხედავად როგორიცაა ბრძოლები, შიდა დაპირისპირებები და ასე შემდეგ,  საქართველო ერთიანი და ძლიერი იყო. მან შეძლო გამოეჩინა ქალების უსაზღვრო პოტენციალი ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი. ის იყო წარმატებული და გამოჩენილი ქალი მმართველი. მისი მეფობის წლები ოქროს ხანადაა აღიარებული.

ადა ლავლეისი:

ადა ლავლეისი ინგლისელი მათემატიკოსი და მწერალი იყო. ცნობილია კალკულატორის გამოგონებით. მან შექმნა მსოფლიოში პირველი პროგრამა, გამოყენებაში შემოიტანა ტერმინები „ციკლი“ და „სამუშაო საკანი“, ითვლება პირველ პროგრამისტად ისტორიაში.

 

ბარბარე ერისთავი:

ბარბარე ერისთავი ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტი იყო. მე-19 საუკუნეში ის ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, როგორიცაა ობლობა, სიღარიბე და ვალები. მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, ის მიზნად ისახავდა სხვების ცხოვრების გაუმჯობესებას და ღიად განიხილავდა ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მარო მაყაშვილი:

როდესაც მე-11 რუსული არმია, თბილისში ჩამოვიდა, 19 წლის მარო მაყაშვილი სხვა ქართველ ახალგაზრდებს შეუერთდა და კოჯორ-ტაბახმელში მათ დაუპირისპირდა. მაყაშვილი კი წითელ ჯვარში გაწევრიანდა მოწყალების დად. 

მედეა ღამბაშიძე:

ბევრმა არ იცის, რომ მედეა ღამბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ქალი სტუდენტი იყო. 1918 წელს ცხრამეტი წლის ასაკში, მან განაცხადი შეიტანა ფილოსოფიის ფაკულტეტზე და წარმატებით დაიკავა ადგილი.

ნუცა ღოღობერიძე:

ნუცა ღოღობერიძე არის პირველი ქალი რეჟისორი, რომელმაც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირში.

კატო მიქელაძე:

კატო მიქელაძემ დაიწყო ქალთა უფლებებისა და განთავისუფლების ადვოკატირება 1916 წელს კოლეგებთან ერთად და დაარსა ადგილობრივი ჯგუფი სახელად ქალთა ლიგა 1917-1918 წლებში. გარდა ამისა მან დაარსა გაზეთი ,,ქართველი ქალის ხმა’’.

ფარიხან სოფიევა:

1918 წელს ფარიხან სოფიევამ ისტორია დაწერა, როგორც პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც აირჩიეს დეპუტატად სოფელ ყარაჯლარში,საქართველოში. სადღეისეოდ, ბევრი მუსლიმი ქალი განიცდის უფლებამოსილებას, ადრეულ ქორწინებას, განათლების მიღების შეზღუდულ შესაძლებლობებს, რელიგიაზე დაფუძნებულ ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას, რაც ფარიხან სოფიევას მიღწევებს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.

როგორც ხედავთ ქალების როლი ნებისმიერ სფეროში და დროში უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება.

ანანო ჯინიყაშვილი